კათედრის ოქმები

 

სსიპ  ქალაქ  ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის  სახელმწიფო ენის კათედრის

 სხდომის ოქმი N3

 

ქალაქი ზუგდიდი                                                                                    26. 03.2025 წ.

სხდომის დაწყების დრო: 14.00 სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

ასმათ როდონაია;

დოდო სორდია;

მანანა ჟვანია.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა: დირექტორის მოადგილე მედეა ჭითანავა.

 

დღის წესრიგი:

 

საკითხი N1. კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგები;

საკითხი N2. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განახლების საჭიროების დადგენა;

 

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას მიმართა ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება და მოუწოდა კენჭი ეყარათ დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ წინადადებისთვის.

 

მომხრე - 3

მოწინააღმდეგე - 0

 

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით:

 

საკითხი N1. კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგები

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - ასმათ როდონაია.

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარე ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა,  რომ  კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა: იზრუნოს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიზნით, დირექციის წევრები პერიოდულად ესწრებიან მასწავლებლებს და აკვირდებიან ჩატარებულ გაკვეთილებს, ასევე კათედრის წევრები გამოცდილების გაზიარების მიზნით ესწრებიან ერთმანეთს. მისი  მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ მნიშვნელოვანი გამოწვევები, აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

 

კათედრის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული შეფასებები.

 

სხდომაზე ასევე აღინიშნა ის გაკვეთილები, რომლებიც დაგეგმილი იყო ძალიან ეფექტურად. კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ დოდო სორდიას მიერ ჩატარებული გაკვეთილი დაგეგმილი იყო დიფერენცირებული მიდგომებით, რომელიც ითვალისწინებდა ყველა მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს. დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფდა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას, მათ შორის, ჩართული იყვნენ დაბალი  აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც. გაკვეთილის დაგეგმვისას გამოყენებული იყო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, მათ შორის, გაკვეთილების მსველლობისას გამოყენებული იყო ტექნიკური მოწყობილობები.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მანანა ჟვანიას  გაკვეთილი დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ მოწავლეს შეძლებოდა მანამდე შესწავლილი და ახალი თემატიკის დაკავშირება. კლასის მართვა ხორცელდებოდა ეფექტურად. მასწავლებელი საგაკვეთილო დროს ეფექტურად იყენებდა გაკვეთილის თანმიმდევრულად წარმართვითა და სხვადასხვა აქტოვობებზე გადართვით. მასწავლებელი ახდენდა სიტყვიერ წახალისებას მოსწავლეების მიმართ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მოსწავლეთა მოტივაციას ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში და წარმოეჩინათ ცოდნა თუ საკითხისადმი ინტერესი. მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები იყო გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანი.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ასმათ როდონაიას  მიერ ჩატარებული გაკვეთილი ითვალისწინებდა ყველა მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებს.  კლასის მართვა ხორცილდებოდა ეფექტურად. დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფდა ყველა შესაძლებლობის მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში  მაქსიმალურ ჩართულობას. მასწავლებელი იყენებდა მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, მათ შორის, გაკვეთილების მსვლელობისას გამოყენებული  კომპიუტერული ტექნოლოგიები. საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით, მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი დავ განმავითარებელი შეფასებით.

 

 

კათედრის წევრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ საჭიროა აქტიურად ითანამშრომლონ კოლეგებთან საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის, იდეების გაზიარებისა და სწავლების შედეგების გაანალიზების მიზნით.

 

კათედრის თავმჯდომარის აზრით, მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ყურადღება მიაქციონ ერთმანეთისათვის მიცემულ განმავითარებელ შეფასებებს და გაითვალისწინონ  ჯგუფის რეკომენდაციები სასწავლო პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანი უკუკავშირი და რეკომენდაციები მიიღონ მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან და გამოიყენონ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

სასურველია მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ტრენინგები თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით,  უფრო აქტიურად მოხდეს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება. რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე გამოყენებული იყოს თვალსაჩინოებები,  ასევე შეფასების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ შეფასების რუბრიკა.

 

კათედრის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სასწავლო პროცესის მონიტორინგი და გაკვეთილებზე დასწრება მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას.

 

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.

კენჭისყრის   შედეგები:

მომხრე - 3

მოწინააღმდეგე - 0

 

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ურთიერთდასწრებასთან დაკავშირებით.

 

საკითხი N2 დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განახლების საჭიროების დადგენა

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარე ასმათ როდონაიამ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სასწავლო პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება. დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის ან თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში გამოყენება უნდა ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და დისკრედიტაციულ (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს.

იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებელს მიზანშეწონილად მიაჩნია ამა თუ იმ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის გამოყენება, მათი შესყიდვის მიზნით, კათედრის საშუალებით უნდა მიეწოდოს წინადადებები სკოლის დირექციას. მიუხედავად იმისა, რომ  კათედრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ და ხელი მიუწვდებათ სკოლაში არსებულ ყველა რესურსზე, მიზანშეწონილია სწავლა-სწავლების პროცესში უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს დამატებითი ელექტრონული რესურსების მოძიებას და მოსწავლეებისათვის შეთავაზებას. მნიშვნელოვანია თავად მასწავლებლებისათვის მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოების შეძენა. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში ირიცხებიან სსსმ მოსწავლეები შესაბამის უფლებამოსილ პირებთან ერთად უნდა გადაიხედოს მათი საჭიროებებიც და დადგინდეს ხომ არ არის აუცილებელი დამატებით რესურსების,  მათ შორის თვალსაჩინოებების შეძენა და განახლება.

კათედრის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სასწავლო პროცესში დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოუწოდა კათედრის წევრებს მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე დაიწყონ მზადება საჭიროებების განსაზღვრაზე და წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებები.

 

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.

კენჭისყრის   შედეგები:

მომხრე - 3

მოწინააღმდეგე - 0

 

დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განახლების შესახებ.

 


დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

 

სხდომის დასრულების დრო: 15.00სთ

 

კათედრის თავმჯდომარე:                                        /ასმათ როდონაია/

მდივანი:                                                                     /დოდო სორდია/








სსიპ  ქალაქ ზუგდიდის N9  საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის სხდომის

ოქმი 2

 

ქალაქი  ზუგდიდი                                                                                              27 დეკემბერი 2024 წ.

 

სხდომის დაწყების დრო: 15 :00სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ კათედრის წევრები:

 

1.დოდო სორდია

2.მანანა ჟვანია

3. ასმათ როდონაია

 

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

 

დღის წესრიგი:

1.   პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

2.   I სემესტრის შედეგების განხილვა, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;

 

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

 

მომხრე -3

მოწინააღმდეგე - 0

 

დაადგინეს:   დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

 

საკითხი N1. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი

 

მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე  ასმათ როდონაია

 

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება;   კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს

 

 

დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.

 

კათედრის სხდომაზე დეტალურად განიხილეს კათედრის წევრების მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. ასვე წარმოდგენილ იქნა თემების მიხედვით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.

 

აზრი გამოთქვა  კათედრის წევრმა  დოდო სორდიამ და განაცხადა, რომ აუცილებელია, კათედრის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები მათ მიერ ჩატარებულ დავალებებთან დაკავშირებით. მასწავლებლებმა ერთმანეთს უნდა გააცნონ პრაქტიკაში წამოჭრილი სირთულეები და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაგეგმონ სირთულეებთან გამკლავების გზები.

 

სხდომაზე დეტალურად განიხილეს შემაჯამებელი და საკლასო-საშინაო დავალებები, რომლებიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სამიზნე ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების შესწავლას.

 

კათედრის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მასწავლებლების ნაწილს შემაჯამებელ დავალებებში აქტივობები ისე აქვს გაწერილი, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და ნასწავლი მასალის ერთმანეთთან დაკავშირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების შესაბამისად. შემაჯამებელ დავალებებში გამოიყენება ესე, პროექტი, პრეზენტაცია და სხვა ტიპის დავალებები გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

 

განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა, შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.

 

სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებები, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს  შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ). საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის  შემაჯამებელი დავალების შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი დავალების შედეგი (ზოგჯერ მოსწავლე მთელი კვირის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია). აღნიშნული გარემოება პრობლემაას წარმოადგენს, რამდენადაც თუ შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, მოსწავლე ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება მასწავლებლებმა იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, თითოეული მოსწავლის ნაშრომები შეაგროვონ საქაღალდეში, გააკეთონ კომენტარები და შენიშვნები მოსწავლეთა შეფასებებზე, ასახონ როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელონ  მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.

 

კათედრის სხდომაზე მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო დახვეწავენ სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი  დავალებების შემუშავების პრაქტიკას და ამ კუთხით თავდაუზოგადავ იმუშავებენ. შედეგების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ სხვადასხვა გზას და შექმნიან დავალებებს, რომლებიც იქნება ორიენტირებული მოსწავლის წინსვლასა და პროგრესზე.

 

მასწავლებლებმა, საბოლოო ჯამში, დადებითად შეაფასეს პირველ სემესტრში სახელმწიფო ენის კათედრის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:

 

მომხრე - 3

მოწინააღმდეგე- 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 

ცნობად იქნას მიღებული ინფორმაცია 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.

 

 

საკითხი N2. I სემესტრის შედეგების განხილვა, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა

 

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ასმათ როდონაია.

 

მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სკოლის სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის წარმატებასა და პროგრესზე, კერძოდ, სკოლის დირექცია და მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუწყონ მოსწავლეების შიდა/გარე კონკურსებში, შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში მონაწილეობას. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ ეროვნულ თუ კერძო ოლიმპიადებზე, რომლებშიც წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სახლიდან მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ოლიმპიადებში, თუმცა სკოლა ეხმარებოდა მოსწავლეებს აღნიშნული პროცესში და ადმინისტრირება გაუწია მოსწავლეთა ნაწილის ოლიმპიადებში მონაწილეობის პროცესს.

 

აზრი გამოთქვა: დოდო სორდიამ განაცხადა, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მიმდინარე სემესტრში გაუმჯობესდა, რაც სკოლის მასწავლებლების ძალისხმევს  პოზიტიური შედეგია.

კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.

 

კენჭისყრის შედეგები:

 

მომხრე -3

მოწინააღმდეგე- 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

 

ცნობად იქნას მიღებული 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასების შესახებ მოსმენილი ინფორმაცია.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.

 


სხდომის დასრულების დრო: 16:00 სთ

 

კათედრის თავმჯდომარე:                                                                      / ასმათ როდონაია/

 

მდივანი:                                                                                                / დოდო სორდია/








სსიპ  ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის  კათედრის სხდომის

ოქმი № 1

 

ქალაქი  ზუგდიდი                                                                                            06.09.2024 წ.

 

 

სხდომის დაწყების დრო: 11:00 სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ  კათედრის წევრები:

დოდო სორდია;

მანანა ჟვანია;

ასმათ როდონაია.

სხდომა გახსნა დოდო სორდიამ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

 

 

დღის წესრიგი:

1.      კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;

2.      კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

3.      საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა;

  1. სასკოლო კურიკულუმებისა და  შეფასების რუბრიკების განხილვა-დამტკიცება;
  2. წლის განმავლობაში ჩასატარებელი სასწავლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;

6.      მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;

7.      სხვა მიმდინარე საკითხები.

 

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

 

მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

 

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

 

საკითხი N1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა

მომხსენებელი: უხუცესი წევრი დოდო სორდია

 

მოისმინეს:ქალბატონმა დოდო სორდიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა კათედრის მუშაობის პრინციპებს და გადაწყვეტილების მიღების წესს. დოდო სორდიას თქმით, კათედრის გამართულად საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარესთან ერთად კათედრამ აირჩიოს მდივანიც.

ქალბატონმა დოდო სორდიამ  დეტალურად განიხილა, როგორც კათედრის თავმჯდომარის, ასევე მდივნის ფუნქციები. კერძოდ, კათედრის თავმჯდომარეს ევალება  კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა, სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება, პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება. ხოლო, კათედრის მდივანი უზრუნველყოფს კათედრის სხდომის ოქმების ჩაწერას და შემდგომ სხდომის ოქმის მომზადებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალბატონმა დოდო სორდიამ კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები თავმჯდომარისა და მდივნის პოზიციაზე.

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს:  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა მანანა ჟვანიამ და კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა ასმათ როდონაია, ხოლო მდივნად დოდო სორდიას კანდიდატურა და განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ კათდრის თავმჯდომარედ და მდივნად ყოფნის გამოცდილება და დასახელებული მასწავლებლები შეძლებენ შესაბამისი ფუნქციების შესრულებას.   

 

დოდო სორდიამ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.         

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ერთი სასწავლო წლის ვადით  სახელმწიფო ენის კათედრის თავმჯდომარედ  არჩეულ იქნას ასმათ როდონაია, ხოლო მდივნად   დოდო სორდია.

 

სხდომას წარუძღვა ახლადარჩეული კათედრის თავმჯდომარე.

 

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება

მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე  ასმათ როდონაია

 

მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ,,კათედრის დებულების“ თანახმად. კათედრა ვალდებულია შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

იმისათვის რომ კათედრამ იმუშაოს ორგანიზებულად და ეფექტურად საჭიროა წინასწარ შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება სასწავლო წლის განმავლობაში განსახილველი საკითხები და მათი შესრულების პერიოდი. თავმჯდომარემ კათედრის წევრებს გააცნო  2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.

 

აზრი გამოთქვა დოდო სორდიამ. მან განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმით მოცემულია  სავალდებულო სხდომების რაოდენობა და პერიოდულობა. გარდა ამისა, ქალბატონმა დოდო სორდიამ აღნიშნა, რომ  საჭიროებისამებრ, კომპეტენციაში შემავალი საკითხის განხილვისათვის, შესაძლებელია კათედრა შეიკრიბოს დამატებით.

აზრი გამოთქვა  მანანა ჟვანიამ. მისი თქმით, სამოქმედო გეგმა იმგვარადაა შედგენილი, რომ ყველა მასწავლებელს ეძლევა საშუალება ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა. ამასთან, სამოქმედო გეგმა ხელს უწყობს კათედრის თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ფუნქციონირებას.

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

დამტკიცდეს სახელმწიფო ენის  კათედრის 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის  შესაბამისად.

 

საკითხი N3. საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე  ასმათ როდონაია.

 

მოისმინეს: ქალბატონმა ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;

გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).

 

ქალბატონმა ასმათ როდონაიამ კათედრის წევრებს შეახსენა, რომ გარდა გრიფირებული სახელმძღვანელოებისა, აუცილებელია სასწავლო პროცესში მასწავლებლებმა გამოიყენონ სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები.  სასწავლო პროცესი უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალის სიღრმისეულად შესწავლს შესაძლებლობას.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს დამხმარე ლიტერატურა, ელექტრონული რესურსები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება    ყველაფერი, რაც მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება.

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა სხდომაზე შეერჩიათ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება, რომელიც გამოყენებული იქნება სასწავლო პროცესში, მათ შორის გაეკეთებინათ ანალიზი დამატებითი რესურსის აუცილებელობაზე, რათა დროულად მოხდეს მათი შეძენა და სასწავლო პროცესის ორგანიზებულად დაწყება.

 

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიები საშუალებას იძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში, როგორც საკლასო ოთახში, ისე დისტანციური სწავლების დროს. ეს შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა.  სასწავლო რესურსცების მრავალფეროვნება სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

 

ელექტრონული რესურსების გამოყენება გაკვეთილს ხდის უფრო საინტერესოს. აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს, ამდიდრებს სასწავლო პროცესს. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რაც ინტერაქტივის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ელექტრონული რესურსების გამოყენება უადვილებს მასწავლებელს დისტანციური სწავლების პროცესს.

 

აზრი გამოთქვა დოდო სორდიამ და  აღნიშნა,  რომ  სასწავლო რესურსის შექმნის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

ü  განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას და ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;

ü  დადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;

ü  რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი (გასაგები), სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.

 

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა მომზადებულიყვნენ საგაკვეთილო პროცესისთვის, წინასწარ დაეგეგმათ ჩასატარებელი გაკვეთილები და აქტიურად გამოყენებით, მათ შორის შეექმნათ ან/და მოეძიებიათ სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსები.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.              

 

კენჭისყრის შედეგები:                        
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

  1. 2024-2025 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი, მათ შორის შესაძენი სასწავლო რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად;
  2. ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საგანმანთლებლო რესურსების მნიშვნელობასა და მათი შექმნის, მოძიების და გამოყენების აუცილებლობაზე.                                                                                

 

საკითხი  N4.  სასკოლო კურიკულუმებისა და  შეფასების რუბრიკების განხილვა-დამტკიცება;

 

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე  ასმათ როდონაია.

 

მოისმინეს:  ქალბატონმა ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე შეადგინოს საგნობრივი სასწავლო გეგმა (კურიკულუმი). მასწავლებელმა სასწავლო პროცესი უნდა წარმართოს საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში და მოახდინოს განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება). აქედან გამომდინარე,  თითოეული მასწავლებელმა კათედრასთან თანამშრომლობით უნდა შექმნას და განავითაროს საკუთარ კურიკულუმი, რომლის საშუალებითაც აჩვენებს იმ გზას (აქტივობები, დავალებები, სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული რესურსები), რომელსაც საკუთარ მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახული გრძელვადიანი მიზნების (საფეხურის შედეგები, სამიზნე ცნებები) მისაღწევად;

 

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს წარუდგინა სამინისტროს მიერ მომზადებული სანიმუშო კურიკულუმები ყველა საგნისათვის და მათ სთხოვა შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე მოდიფიცირება გაეკეთებინათ სასკოლო კურიკულუმისათვის მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამისად. კათედრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შეფასების რუბრიკების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  რუბრიკა შეფასების ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება როგორც მოსწავლეების ნამუშევრის, ასევე მუშაობის პროცესის შეფასების მიზნით. სწორედ რუბრიკის გამოყენება იძლევა ისეთი სამუშაოს შეფასების საშუალებას, როგორიცაა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, წერითი ნამუშევრები, პროექტები.

 

კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მოუწოდა შეეთანხმებინათ საგაკვეთილო პროცესისა და მოსწავლეთა  ობიექტური შეფასებისთვის საჭირო შეფასების რუბრიკები და აქტიურად გამოეყენებინათ ისინი.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.              

                                   

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

   

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   სამინისტროს მიერ მომზადებული სანიმუშო კურიკულუმები და აღნიშნულზე დაყრდნობით შეიმუშაონ თითოეულ საგანში კურიკულუმები შეფასების რუბრიკები. დანართი N3

 

საკითხი N5.  წლის განმავლობაში ჩასატარებელი სასწავლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;

 

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე  ასმათ როდონაია.

 

მოისმინეს:  ქალბატონმა ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია  არაფორმალური განათლება და სხვადასხვა საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს უწყობს  მოსწავლეს  წინსვლასა და ინდივიდუალური ინტერესების უკეთ წარმოჩენაში, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენაში. სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობით მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად  იძენს  პრაქტიკულ  გამოცდილებას, რაც შემდგომში მას უვითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას,  გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალურ და თანამშრომლობით  უნარებს.

 

ქალბატონმა ასმათ როდონაიამ აღნიშნა, რომ კათედრამ აქტიურად უნდა იმუშაოს საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, კულტურული, ინტელექტუალური და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაზე, რათა აღნიშნული აქტივობებით დაეხმარონ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

 

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს სთხოვა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები კათედრის ფარგლებში ჩასატარებელ შესაძლო აქტოვობებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

 

აზრი გამოთქვა მანანა ჟვანია. მან აღნიშნა, რომ მოსწავლეების სრულფასოვანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია მათი ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში. ქალბატონმა  მანანა ასევე დაამატა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ძალიან კარგი ეფექტი აქვს და რიგ შემთხვევებში შესაძლებელია აქტივობები დაშენდეს ფორმალური განათლების პროგრამებზე.

 

აზრი გამოთქვა  დოდო სორდია. მისი თქმით, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9  საჯარო სკოლა წინა წლებშიც აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით და ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.  საგანმანათლებლო და ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, საგნობრივი კვირეულები და კლუბური მუშაობა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები.

 

კათედრის სხდომაზე ერთობლივად შემუშავდა ჩასატარებელი აქტივობებისა და ღონისძიებების სავარაუდო გეგმა.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის.              

                                   

კენჭისყრის შედეგები:                        
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

   

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდეს შემდეგი აქტივობები და ღონისძიებები დანართი N4  შესაბამისად.

 

საკითხი N6. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება

 

მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ასმათ როდონაია

 

მოისმინეს: ქალბატონმა ასმათ როდონაიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შეახსენა საათების გადანაწილების პრონციპი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლა ვალდებულია, საათები გაანაწილოს მასწავლებლების სტატუსის შესაბამისად. საათები პირველ რიგში, უნდა განაწილდეს წამყვან და უფროს მასწავლებლებზე, მოხდეს კონკრეტულ საგანში საათები შევსება სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით).

 

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ განხილული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                        
მომხრე: 3

მოწინააღმდეგე: 0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

პედაგოგთა საათები 2024-2025 სასწავლო წელს განაწილდეს შემდეგნაირად:  

 

დოდო სორდია  

  •  VII- 5 სთ.
  •  X - 5 სთ.
  • XI – 5 სთ.    კვირაში 15 სთ     

 

        

 

           მანანა ჟვანია

 

  • VI  - 5 სთ.      
  • VIII - 5 სთ.     კვირაში 10 სთ.

 

          ასმათ როდონაია

  • V – 5 სთ.
  • IX- 5 სთ.
  • XII – 5 სთ.    კვირაში 15 სთ.
  •  

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.



სხდომის დასრულების დრო: 13.:00სთ

 

კათედრის თავმჯდომარე:                                                   / ასმათ როდონაია/

 

მდივანი:                                                                                    /დოდო სორდია/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                    

 

                                                                                                                  დანართი N1

 

 

სსიპ  ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის   სახელმწიფო კათედრის 2024-2025 სასწავლო წლის

სამოქმედო გეგმა

 

(1 სემესტრი)

N

თარიღი

განსახილველი თემები

პასუხისმგებელი პირი

1

სექტემბერი

1.      კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;

2.      კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

3.      საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა/განხილვა;

4.      სასკოლო კურიკულუმების შემუშავება;

5.      წლის განმავლობაში ჩასატარებელი სასწავლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;

6.      მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;

7.      სხვა მიმდინარე საკითხები.

 

კათედრის თავმჯდომარე
ასმათ როდონაია

2

 

ოქტომბერი

  1. ეროვნული და კერძო  ოლიმპიადებისათვის მოსწავლეების მომზადების საკითხის  განხილვა;

2.      სხვა მიმდინარე საკითხები.

 

კათედრის თავმჯდომარე
ასმათ როდონაია

3

 

დეკემბერი

1.      შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

2.      I  სემესტრის  შედეგების  განხილვა, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების  განხილვა;

3.      სხვა მიმდინარე საკითხები.

 

კათედრის თავმჯდომარე

ასმათ როდონაია

(II სემესტრი)

 

N

თვე

განსახილველი თემები

პასუხისმგებელი პირი

1

 

მარტი

1.      კათედრის წევრთა ურთიერთ დასწრება გაკვეთილზე და მისი  ანალიზი;

2.      დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განახლების საჭიროების დადგენა;

 

კათედრის თავმჯდომარე

ასმათ როდონაია

2

ივნისი

1.      მეორე სემესტრის შეჯამება, SWOT ანალიზი;

2.      II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი;

 

 

.

კათედრის თავმჯდომარე
ასმათ როდონაია

 

 

 

                                                                                                                                            

    დანართი N2

 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის    მიერ   შერჩეული  სახელმძღვანელოები და დამატებითი ლიტერატურა

V–XII   კლასებში  2024-2025 სასწავლო წლის  განმავლობაში   გამოსაყენებელი  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  მიერ   გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოების

                   

 

 

კლასი

 

სახელმძღვანელოების ავტორები

 

გამომცემლობა

 V

ნ.გორდელაძე,თ.კუხიანიძე

,,სულაკაური

VI

ნ.გორდელაძე,გვ.ჩხენკელი,თ.კუხიანიძე

,,სულაკაური’’

VII

 

ვ.როდონაია,ნ.ნაკუდაშვილი,ა.არაბული,მ.ხუციშვილი

,,სწავლანი

VIII

ვ.როდონაია,ნ.ნაკუდაშვილი,ა.არაბული,მ.ხუციშვილი

,,სწავლანი

IX

ნ.ფურცელაძე, მ.მენაბდე,ნ.სახეჩიძე

,,სულაკაური

X

ნ.ფურცელაძე, მ.მენაბდე,ნ.სახეჩიძე

,,სულაკაური

XI

 

 

ნ.ფურცელაძე, მ.მენაბდე,ნ.სახეჩიძე

,,სულაკაური

XII

 

ნ.მუზაშვილი, ნ.ჩუბინიძე.ნ.შარაშენიძე

,,დიოგენე“

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო ენის კათედრაზე გამოსაყენებელი დამატებითი ლიტერატურის ნუსხა:

1.      ,,ქართული მწერლობა“ ტ.I

2.      გ.მურღულია, გ.ალიბეგაშვილი  ,,საუბრები ლიტერატურაზე“

3.      ს.გაჩეჩილაძე ,,ლიტერატურის თეორია“

4.       ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“

5.      შ.ძიძიგური ,,ქართული ენის თავგადასავალი“

6.      ჯ.ავალიანი ,,ძველი ქართული მწერლობა სკოლაში“

7.      ჯ.ავალიანი ,,სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები“

8.      მწიგნობრობაი ქართული ,,ასომთავრული,ნუსხური,მხედრული“

9.      დ.თვალთვაძე,ნ.გაფრინდაშვილი ,,მართლწერის წესები და სავარჯიშოები“

10.   ა.ჭილაია ,,ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები“

11.   ა.კიზირია ,,ქართული ენა“

12.   გ.ალიბეგაშვილი ,,ხალხური ზეპირსიტყვიერება“ტ.I

13.   თ.სახოკია ,,ხატოვანი სიტყვათქმანი“

14.   ნ.ბასიალია  ,,პუნქტუაცია“

15.   სულხან-საბა ორბელიანი  ,,ქართული ენის ლექსიკონი“ ტ.III

16.   .ე.აფხაზავა, თ.ბოლქვაძე  ,,ქართული ენა“ VI კლ.

17.   .ჯ.ავალიანი ,,ქართული ენა მოსწავლეთა და აბიტურიენტთათვის VI – XIIკლ.“

18.   .დ.თვალთვაძე, ნ.გაფრინდაშვილი ,,მართლწერის წესები და სავარჯიშოები“

19.   .ლ.ბასილაია ,,ქართული მართლწერისა და მართლმეტყველების თვითმასწავლებელი“

20.   .აფრიდონიძე ,,ჩვენი ენა ქართული“

21.   .თ.ვასაძე ,,ქართული ლიტერატურა“ -დამხმარე სახელმძღვანელო უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის

22.   .ნ.შარაშენიძე ,,როგორ ვწეროთ უკეთესად“

23.   .მურღულია, გ.ალიბეგაშვილი ,,საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე“

24.   შ.რუსთაველი  ,,ვეფხისტყაოსანი“  --კომენტირებული ტექსტი  და ანალიტიკური გზამკვლევი ლიტერატურის შემსწავლელთა და მოყვარულთათვის.

25.   .წოწონავა ,,ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში“ X-XI –XIIკლ.

26.   .წოწონავა ,,ქართული ენა და ლიტერატურა“   ტესტები VII-VIII-IX-X კლ.

27.   ,,ქართული ენა და ლიტერატურა“ (მასწავლებლის ბიბლიოთეკა)ტ. I- II – III – IV –

28.   .ალიბეგაშვილი ,,ქართული ზეპირსიტყვიერება“

29.   . ჭაბაშვილი,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (სასკოლო გამოცემა

30.   .www.wikipedia.org

31.    www.Lib.ge

32.   www.burusi.ge

33.   .მურღულია ,,ქართველი მწერლები სკოლაში“

34.   ნ.შარაშენიძე ,,როგორ ვწეროთ უკეთესად

35.   თ.წოწონავა ,,მწვერვალები“

 

 

 

                                                                                                                                           დანართი N3

სახელმწიფო ენის კათედრის მიერ შემუშავებული შეფასების რუბრიკები

 

 

გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

 

ქულები და კრიტერიუმები

9-10

7-8

4-5-6

3-2-1

აქტიური მონაწილეობა

ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას

ყოველთვის მონაწილეობს

ხშირად მონაწილეობს

იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს

გამართული და სწორი მეტყველება

გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს

გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს

იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს

არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს

საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა

ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას

სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას

უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს

სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას

უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.

უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას

არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის დამთავრებას

                        

       

წერის უნარის შეფასების რუბრიკა:

შეფასება

კრიტერიუმები

 

 

 9 - 10

·         მოხერხებულად იყენებს მიზნის შესაბამის და აუდიტორიისთვის მისაზიდ ენობრივ საშუალებებს;

·         ზედმიწევნით იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას;

·         წარმატებით იყენებს დამხმარე დეტალებს სათქმელის უკეთ წარმოსაჩენად;

·         იყენებს შესაფერის და მდიდარ ლექსიკას; თითქმის არ უშვებს შეცდომებს;

 

7 - 8

·         ჩანს მიზანი; დაწერილია კონკრეტული აუდიტორიისთვის მისთვის გასაგები და მიზნის შესატყვისი ენით;

·         ძირითადად იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას;

·         იყენებს დამხმარე დეტალებს;

·         იყენებს შესაფერის ლექსიკას; უშვებს მცირე შეცდომებს;

 

4 - 6

·         ჩანს მიზანი და აუდიტორიისთვის გათვალისწინების მცდელობა;

·         ცდილობს დაიცვას ტექსტის შესაფერის სტრუქტურას;

·         იყენებს ერთ ან ორ დამხმარე დეტალს;

·         იყენებს შესაფერის, მაგრამ ღარიბ ლექსიკას; უშვებს შეცდომებს;

 

1 - 3

·         არ ჩანს მიზანი და აუდიტორია, ანუ რისი თქმა უნდა მოსწავლეს არ ჩანს;

·         ვერ იცავს ტექსტის შესაბამის სტრუქტურას;

·         არ იყენებს დამხმარე დეტალებს;

·         იყენებს შეუფერებელ ლექსიკას; უშვებს ბევრ შეცდომას;

 

ღია კითხვიანი ტესტის შეფასების რუბრიკა და მიზანი:

 

 

2 ქულა

 

1 ქულა

0,5 ქულა

·         კითხვით ვამოწმებთ მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებს;

·         საკითხი შეიცავს ორ კითხვას;

·      ვამოწმებთ მოსწავლის ცოდნის, გაგების დონეს;

·      საკითხი არის 2 ქულიანი და მხოლოდ ერთ კითხვაზეა  პასუხი გაცემული;

·         კითხვა მოითხოვს მხოლოდ ცოდნას;

·         1 ქულიან კითხვაზე პასუხი ნაწილობრივაა გაცემული;

მიზანი:

შევამოწმოთ მოსწავლის ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზისა და სინთეზის შეფასების დონეები, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი.

 

          

             შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების სქემა ზეპირმეტყველებაში

 

პირობასთან შესაბამისობა

 

ქულები

იცავს დროის ლიმიტს

0–1

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)

0–0,5_1

კომუნიკაციური უნარ–ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანმიმდევრულად ავითარებს მას

0–1–2

მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები

0–1–2

გამოაქვს ადეკვატური დასკვნები

0–1

ენობრივი უნარ–ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ არა ვერბალურ საშუალებებს (მაგ. ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს)

0–1

იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ–გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს(მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით– შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ)

0–1

შემოქმედებითი უნარ–ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები

0–1

ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10

                     

                             

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                

მსჯელობის შეფასების რუბრიკა

 

სასწავლო უნარები

1-4

 

5-6

7-8

9-10

თემისა და პრობლემის განსაზღვრა

ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას

დახმარების საშუალებით შეუძლია  რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას

არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას

საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები

ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა

არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების ამოცნობა

დახმარების შედეგად  ამოიცნობს

ლიტ. პარალელებს

შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები

მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა

ტექსტის მხატვრული გააზრება

არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის  მხატვრულ ფუნქციას

მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა

შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება

მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,

არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას

პრეზენტაცია

თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად

ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება,  ლოგიკურად გადმოცემა

შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო  საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.

შესავალი საინტერესოა, ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი

წინადადების კონსტრუირება

არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა

აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს

ფლობს სინტაქსური სინონიმიკის  ელემენტებს, სტილი გამართულია

შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა

ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება

არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს

დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება

იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას

სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების  ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები

 

                                               

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

პასუხობს თემას

 

1

ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)

 

2

საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას

 

2

იყენებს განსხვავებულ წყაროებს

 

2

დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს

 

1

იყენებს თვალსაჩინოებას

 

1

იცავს დროის ლიმიტს

 

1

 

 

 

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

 

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს

 

2

მსჯელობს არგუმენტირებულად

 

2

აკეთებს დასკვნებს

 

2

იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით, ჟესტებით, ხმით)

 

2

კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს

2

 

 

ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

 

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას

 

3

გამოყენებულია მრავალფეროვანი საინფორმაციო წყარო/საშუალება

 

3

მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია

 

4

 

დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

 

იცავს დროის ლიმიტს

 

1

კითხვებზე პასუხი ადექვატურია/ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა

 

3

სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს

 

4

იცავს წერის კულტურას

 

2

 

 

 

წერითი საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

 

დავალებას წარმოადგენს განსაზღვრულ ვადებში

 

1

დავალება სრულყოფილია

 

3

სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს

 

4

იცავს წერის კულტურას

2

 

 

 

ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას

 

2

ამოიწერს/მონიშნავს და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს

 

2

ტექსტის დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამებს, აზრობრივ რუკებს

2

მსჯელობს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

რეფერატის შეფასების რუბრიკა

 

აყალიბებს ძირითად პრობლემას

 

1

საზღვრავს თემის მიზანს

 

1

მოიპოვებს და იყენებს დამხმარე მასალას/ ლიტერატურას/ილუსტრაციას

 

2

აფასებს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს

 

1

გამოხატავს საკუთარ აზრს და ამყარებს არგუმენტებით

 

2

აკეთებს დასკვნას

 

2

წერს შესაბამის ფორმატში

 

1

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

 

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

 

1

ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს

 

2

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

 

2

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს

 

2

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს

 

2

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

                                    ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები

 

კი

არა

აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში

 

ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს

 

ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი

 

ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას

 

ვიცავდი თუ არა წერის სტრატეგიებს

 

დაცული იყო დროის ლიმიტი

 

                           

                                     

                                                    

                                                               მასწავლებლის  თვითშეფასების რუბრიკა

 

 

 

კრიტერიუმები

შეფასება

 (1, 2, 3 )

1

მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;

2

გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;

3

მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.

4

საკმარისი მასალა მქონდა ახალი მასალის ასახსნელად

5

სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;

6

სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;

7

ჯგუფებში მოსწავლეების გადავანაწილე  შემთხვევითობის პრინციპით;

8

დისკუსიის დროს შევძელი კლასის მართვა;

9

მოსწავლეებს ახალი გაკვეთილი ავუხსენი გასაგებად;

10

სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო

11

დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამათი არ გრძელდება სხვა გაკვეთილებზეც

12

ჯგუფური მუშაობისას შემიძლია შევქმნა კონკურენტუნარიანი გარემო, შეფასების შემდეგ მოსწავლეები არ უპირისპირდებიან ერთმანეთს;

13

ვაცნობიერებ პასუხისმგებლობა თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე

14

ვაცნობიერებ კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური

როლების მნიშვნელობას და ხელს ვუწყობ საკლასო ერთობის შექმნას;

15

ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები

 



                                                

 

 

 

                                                                                                                                                             დანართი N4

კათედრის მიერ შესასრულებელი აქტივობები

 

ათედრის მიერ შესასრულებელი სამუშაო

 

პასუხისმგებელი

შესრულების ვადა

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დოდო სორდია

მანანა ჟვანია

სექტემბერი-ოქტომბერი

კითხვის კლუბი

ასმათ როდონაია

2024-2025 სასწ.წელი

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები

კათედრის ყველა წევრი

ნოემბერი

გამოცდილების გაზიარების მიზნით გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება - ,,კრიტიკული მეგობარი

კათედრის ყველა წევრი

2024-2025 სასწ.წელი

სასკოლო ღონისძიება ,,ჩვენვკითხულობთ გალაკტიონს

მანანა ჟვანია

ნოემბერი

25 თებერვალი-საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული საკლასო და სასკოლო აქტივობები

1. პრეზენტაციები

2. კეთლის გაზეთი

3.რეფერატები

კათედრის ყველა წევრი

თებერვალი

შიდა სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება

 

 კათედრის ყველა წევრი

აპრილი-მაისი

9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება

1. პრეზენტაციები

2. კეთლის გაზეთი

 

კათედრის ყველა წევრი

აპრილი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

კათედრის ყველა წევრი

აპრილი

კალიგრაფიის კონკურსი

 

კათედრის ყველა წევრი

2024-2025 სასწ.წელი

ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება   თანამედროვე მეთოდების, ონლაინ რესურსებისა და ტექნოლოგიების  გამოყენებით და სხვა კათედრებთან მუშაობა

ასმათ როდონაია

2024-2025 სასწ.წელი

კათედრის ბლოგის მუშაობის განახლება  და  მასალების პერიოდული ატვირთვა -გამოქვეყნება ინტერნეტსივრცეში

ასმათ როდონაია

2024-2025 სასწ.წელი

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დოდო სორდია

მაისი

 

თემატური გასვლითი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობა

 

კათედრის ყველა წევრი

2024-2025 სასწ.წელი

 

 

No comments:

Post a Comment

  ბლოგის შექმნის მიზანია 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის კათედრის  მუშაობის ამსახველი მასალებისა და დოკუმენტაციის თავმო...