სასწავლო პროექტის გეგმა:
სსიპ
ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
კლასი: მე-10
1. პროექტ
გაკვეთილი: ,,ჩემი
ვეფხისტყაოსანი“
2. პროექტის მთავარი იდეა: ნაწარმოების მთავარ იდეას წარმოადგენს ჭეშმარიტი
სიყვარული და მეგობრობა, სადაც მწერალს თვალნათლივ აქვს წარმოდგენილი იმ უდიდესი
სიყვარულისა და მეგობრობის ამბავი ,რომელიც
ადამიანს სულიერად ამაღლებს და მის სრულყოფილებას განსაზღვრავს.
3. პროექტის აქტუალობა:
შოთა
რუსთაველის მიერ შექმნილი ეპოქალური პოემა ,,ვეფხისტყაოსანი“ ქართული ენის
უძველესი და დახვეწილი ნიმუშია . ის
ქართული ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისი სწავლება
მრავალფეროვანია, მისი კავშირი უსაზღვროა ლიტერატურასთან ,ფილოსოფიასთან, ისტორიასთან
,რელიგიასთან და ხელოვნების ნიმუშებთან. ქართველთათვის ,,მეორე სახარებად"
წოდებული ,,ვეფხისტყაოსნის" სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი
მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით. თავისი
მრავალფეროვნებით პოემა დღემდე აქტუალური
და უნივერსალურად მისაღებ თემას წარმოადგენს ყველასთვის, რადგან ის განიხილავს
ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა:
სიყვარული
და მეგობრობა;
ვაჟკაცურობა
და ერთგულება ;
სამართალი
და სამართლიანობა.
მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემა ამდიდრებს
ადამიანის სიტყვათა მარაგს, ხელს უწყობს ქართული ენის გრამატიკის, სინტაქსისა და
ძველი ტექსტების უკეთ გააზრებას,
გამოხატავს ქართული კულტურის ფასეულობებს, ეხმარება
ახალ თაობებს ტრადიციების გაცნობასა და დაფასებაში.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა ამოიცნონ და გაიაზრონ ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური
ელემენტები მთლიანი ტექსტის ფარგლებში; ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაცია; იდეები;
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეაფასონ ტექსტი, გამოხატონ და დაასაბუთონ
პირადი დამოკიდებულება, შეძლონ საკომუნიკაციო
სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს) სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედგენა-გაზიარება;
კონკრეტული მიზნით(ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს)
, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებებისა
და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება; ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება;სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება
მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
მოსწავლეებში სწორი მეტყველების უნარების გამომუშავება;
კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
კვლევა-ძიებისა
და თანამშრომლობითი უნარის განვითარება;
ინფორმაციის
მოძიება, დამუშავება და შეძენილი ცოდნის ტრანსფერი;
პროექტის
წარდგენა აუდიტორიის წინაშე;
5. პროექტის ამოცანა:
შოთა
რუსთაველის ეპოქისა და პოემის ისტორიულ -ლიტერატურული მნიშვნელობის გაცნობიერება;
პოემის
მთავარი იდეისა და თემის გარჩევა;
პერსონაჟების ხასიათების, ქმედებებისა და ზნეობრივი
ღირებულებების შესწავლა;
ეროვნული
იდენტობის მნიშვნელობის დაფასება;
მოსწავლის
,საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ვეფხისტყაოსნისადმი( ნახატი, ესე, ჩანახატი
პრეზენტაცია);
მოსწავლემ
მოახდინოს იდეების გადმოცემა პრეზენტაციის ან პუბლიკაციის ფორმით.
ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური
ელემენტების ამოცნობა ;
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
მოახდინონ ტექსტის შეფასება.
6. მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები თავს მოუყრიან უკვე შესწავლილ და
დამატებით მოძიებულ მასალებს ეპოქაზე და პოეტის ბიოგრაფიულ, პირადი ცხოვრების
საინტერესო ეპიზოდებს, დეტალებს, შემოქმედებიდან ყურადღება გამახვილდება ძირითად საკითხებზე, მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებზე- ტროპული აზროვნების ფუნქციურ დატვირთვაზე, მოტივებზე. წარმოადგენენ
ვიდეო კოლაჟებს, ვიდეოფილმებს (,,რუსთაველის ნაკვალევზე’) და თავად გაახმოვანებენ
დეკლამატორული უნარების გამოყენებით ზოგიერთ ეპიზოდს, ციტატებს, აფორიზმებს, მხატვრულ ხერხებს,
მოიძიებენ და შექმნიან პლაკატს პოემაში გამოყენებულ საბრძოლო იარაღებზე, აბჯარზე და
წარმოადგენენ შესაბამისი ციტატებით, შეიქმნება რესურსები. ჩატარდება საჯარო
პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან: დირექტორი, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები,
სახელმწიფო ენის კათედრის წევრები. მოხდება ღონისძიების ფოტო/ ვიდეო
გადაღება და გამოქვეყნდება ბლოგზე.
7. სამიზნე
ცნებები:
მიმართულება: ტექსტის გაგება-გაანალიზება
ქართ.
საბ. 1. ტექსტში მოცემული
ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება; ტექსტის ტიპი და ჟანრი (შედეგები
3, 5, 6, 8, 11, 12)
ქართ.საბ.3.ტექსტის
ჟანრობრივი და კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში;
კომპოზიცია
(შედეგები 1, 2, 6, 8,
11, 12);
8. მიმართულება:
ცოდნისა და იდეების გაზიარება
ქართ. საბ. 7. საკუთარ
გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება;
ტექსტის სიტუაციური მახასიათებლები
(საკომუნიკაციო სიტუაცია)
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების
შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).
მიმართულება:
ენობრივი და სტრუქტურული მახასიათებლების გამოყენება
ქართ.საბ.9. ენობრივ-გამომსახველობითი
საშუალებებისა და გრამატიკის საკითხების ცოდნის ფუნქციურად გამოყენება კონკრეტული
მიზნით(ზეპირი ან/და წერითი მეტყველების
დროს);
ქართ.საბ.10.ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის სტრატეგიების მიზნის
შესაბამისად შერჩევა და ადეკვატურად გამოყენება;
ქართ.საბ.11. სწავლის პროცესში გამოყენებული სტრატეგიების
გაცნობიერება, გაანალიზება და შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
გრამატიკა
(შედეგები:9, 11, 12);
სტრატეგიები (შედეგები: 11, 12)
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული
ვიდეოკამერა, კომპიუტერი, დინამიკები, ფერადი ფურცლები, თაბახის ფურცლები, ცხელი
წებო, ფლიქჩართები, ,ფორმატის ფურცლები,
გუაშები, ფუნჯები, მარკერები, ჭიკარტები.
10. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
1 ეტაპი -მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა;
მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება;
2 ეტაპი- ჯგუფებად დაყოფა და
დავალებების დელეგირება;კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება;
3 ეტაპი- ჯგუფების ეტაპობრივი შემოწმება.
შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების
მიცემა;
4 ეტაპი- საპრეზენტაციო მასალების ,,პოვერ პოინტში“
აქყობა; ვეფხისტყაოსნიდან სიუჟეტების ნახატების სახით წარდგენა; რესურსების,
დეკორაციების შექმნა;
5 ეტაპი- საბოოლოო შეჯამება და აუდიტორიისთვის
წარდგენა
6 ეტაპი პროექტ გაკვეთილის შეფასება.
No comments:
Post a Comment